გიორგი ქობულია – საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ ძვირი ჯდება

ჩვენ კომპანიებს ჯერჯერობით არ აქვთ შესრულებული ის მოთხოვნები, ნაწარმოები საქონლის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, რომელსაც გვიყენებს ევროკავშირი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, ამ საკითხებზე ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომთან ისაუბრა.

„განვსაზღვრეთ რამდენიმე დაბრკოლება, რომელიც ჩვენ კომპანიებს გააჩნიათ იმისთვის, რომ ბოლომდე აითვისონ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვაქვს დაბრკოლებები ტრანსპორტირების და ლოჯისტიკის ეფექტურობაში, საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ ძვირი ჯდება.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ კომპანიებს უჭირთ ევროკავშირის ბაზარზე მყიდველთან მოლაპარაკებაში შესვლა და ეს არ არის მარტივი პროცესი. მაგალითად, ჩვენ ვქმნით სპეციალურ კლასტერებს, სადაც ევროკავშირი დაგვეხმარება კონტაქტების დამყარებაში ევროკავშირის ბაზარზე. ეს უფრო დიდ საშუალებას მისცემს ჩვენ კომპანიებს, რომ კონსოლიდირებულად გაიტანონ საქონელი ევროკავშირის ბაზარზე“, – განაცხადა ქობულიამ.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *