დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილს რუსეთში ნაშოვნი ფული აქვს

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილმა ‘პერესტროიკის” დროს ნიჭი, ცოდნა კავშირები ჩადო. მერე გაუმართლა, ცოცხალი დარჩა, ბევრი ვერ გადარჩა. მერე, 90-იანი წლების შუა ხანებში და მეორე ნახევარში ბუნებრივია ის შედიოდა რუსი ოლიგარქების იმ წრეში, რომლებიც უზრუნველყოფდნენ”… – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როცა გვინდა ივანიშვილს ფულს რუსული სუნი აქვს და როცა გვინდა არ აქვს? – ბერძენიშვილი პასუხობს:

“არა. მე ეგ ტერმინი ხომ არ მიხმარია?! ივანიშვილს რუსეთში ნაშოვნი ფული აქვს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება რუსულ კაპიტალს არ მოუტანია. რუსეთში ჰქონდა ნაშოვნი ფული კახა ბენდუქიძესაც, რომელიც იყო “ნაციონალურ მოძრაობაში”, ბადრი პატარკაცაშვილსაც, რომელიც იყო შევარდნაძესთან, მერე ერთხანს სააკაშვილთან, გადასარევად იყო ჟვანიასთან. თითო მილიონი მისცა ჟვანიას პარტიას. სხვათა შორის სააკაშვილისთვის არ მიუცია. ამათ ყველას რუსეთში ჰქონდა ნაშოვნი ფული. ამის გამო ბენდუქიძე რუსეთის აგენტი ხომ არ იყო?! არც ივანიშვილი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *