იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე სამუშაოები გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის და თერჯოლა–ახალთერჯოლა–ჩხარის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარეობს. ჯამში ორივე პროექტის ფარგლებში 11 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განხორციელდება.
ასევე, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია. სოფელ ბარდუბანში, მდინარე როკიანას ადიდების შედეგად უბანთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა და მოსახლეობისთვის დროებით მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. ამჟამად კი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს და მალე სოფელი ახალი ხიდით ისარგებლებს. გარდა, ამისა სოფელ საზანოში დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც ხორციელდება.
ინფრასტურქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის დასრულების შემდეგ 900 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.
თერჯოლაში, სოფელ გოგნში 30 ბვშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 244 084 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *