ხვალ «რიყე-ნარიყალას» საბაგირო დროებით შეჩერდება

14 აგვისტოს “თელასის” გეგმიური სამუშაოების გამო “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
“სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს “თელასის” გეგმიური სამუშაოების გამო “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის.

კომენტარები

კომენტარი