პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილთან შეხვედრა გაიმართება

16 აგვისტოს, 20:00 საათზე, „სანტა ესპერანსას“ ვაჟა-ფშაველას ფილიალში მკითხველებს  პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი უმასპინძლებს და თავისი საყვარელი მწერლებისა თუ მათი ნაწარმოებების შესახებ ისაუბრებს.
„თუ თქვენი საზაფხულო დასვენების დღეები უკვე ამოიწურა ან ქალაქიდან გასვლა ჯერ ვერ მოახერხეთ და გსურთ, უკვე წაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიაროთ, მაშინ „სანტა ესპერანსა“ გიწვევთ“, – წერენ ორგანიზატორები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მის:  ვაჟა-ფშაველას 73.

კომენტარები

კომენტარი