საქართველო პირველად ვერდის ფესტივალს უმასპინძლებს

16 აგვისტოს, ვერდის ფესტივალი თბილისის ოპერის თეატრში ოპერა „ბალ-მასკარადის“ პრემიერით გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, 23 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ წარმოდგენილი იქნება  არენა დი ვერონას გრანდიოზული დადგმა „აიდა“. ფესტივალი 25 აგვისტოს მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების გალა-კონცერტით დასრულდება.
ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.
• 16 აგვისტო – „ბალ-მასკარადი“ (პარმის ოპერის თეატრის დადგმა);
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
• 23 აგვისტო – „აიდა“ (Arena di Verona-ს დადგმა);
„ბლექ სი არენა“
• 25 აგვისტო – საოპერო ვარსკვალვების გალა-კონცერტი.
„ბლექ სი არენა“

კომენტარები

კომენტარი