სოფელ დიმში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ჯ. ღვინჯილიას სახელობის საჯარო სკოლიდან სოფელ პირველ ობჩასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი იგება და ღვარსადენები ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუნდ ინვესტი” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 678 582 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში, ასევე, ხორციელდება მგზავრთა მოსაცდელის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ გოგსაძემ  პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან ერთად დაათვალიერა.
R

კომენტარები

კომენტარი