ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რუსეთში ბრალი წარუდგინეს

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, გოჩა ალფაიძეს, იგივე “ალფასონას”, ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის დაკავება, ასევე, გამოძალვა.
გამოძიების ინფორმაციით, ალფასონა ბიზნესმენ ვალერი ჩაბანოვს აშანტაჟებდა, რომელიც ადრე თაღლითობისა და რამდენიმე მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ალფასონა ჩაბანოვისგან ტაილანდში მდებარე სასტუმროს მის სახელზე გადაფორმებას ითხოვდა, ბიზნესმენს ტელეფონითაც ემუქრებოდა.
ალფაიძეზე ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი