კონსტანცას მიმართულებით ბათუმიდან და ფოთიდან საკონტეინერო გემი იმოძრავებს

სექტემბრიდან ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით, რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი ამოქმედდება. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთს შორის საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის დრო 5 დღემდე შემცირდება. გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი