„სასწრაფო, ქმედითი ზომებია მისაღები ძეგლის გადასარჩენად“ — რა ხდება სუჯუნაში?

აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში მდებარე  აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის უხეშად გადაკეთებას ცდილობენ, – ამ ინფორმაციას ოთარ კობახიძე ავრცელებს.
„ცნობილი ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლე სუჯუნაში (აბაშის რაიონი) წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქამდე იმყოფებოდა სახელმწიფო კუთვნილებაში, თუმცა ამ უნიკალურ შენობას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება.
ფბ-ით შევიტყვეთ საგანგაშო ინფორმაცია, რომ სასახლე გადასცეს საპატრიარქოს. ამჟამად შესულები არიან დედები, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენობას ამზადებენ მეუფის რეზიდენციისთვის. ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება.
კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო, ქმედითი ზომების მიღებას ძეგლის გადასარჩენად! გოგი ხოშტარია“… – წერს ოთარ კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი