ბაქოში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბაქოში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შემთხვევა ბაქოში იასამალის რაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ თანამძრახველთან ერთად 9 სექტემბერს გამთენიისას 1986 წელს დაბადებული ფარიდ ჯაფაროვი სცემა და 700 დოლარი, ასევე „სამსუნგის“ მარკის ტელეფონი გასტაცა.
პოლიციამ მალევე 1988 წელს აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ტ და საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც წარსულში ნარკოტიკების შენახვაში და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებოდა ბრალი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი