„გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილას“ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილას“ საავტომობილო გზის 3260 გრძ.მ. მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ დროისთვის, ახალი ხიდის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 864 870 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი