გორში ავტომობილი 70 წლის ქალბატონს დაეჯახა

გორის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ტოიტას” მარკის ავტომობილი 70 წლის ქალბატონს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან ქალბატონს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი