თურქეთში მიკროავტობუსი გადაბრუნდა — 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია ბითლისთან, მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია, 7 დაშავდა.
პროვინციის გუბერნატორის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
ტელეარხის NTV-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსს ადგილობრივები ქალაქ ხიზანში გადაჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი