შიდა ქართლის 68 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის მასშტაბით, ქალაქებისა და სოფლების საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 68 სკოლაში 81 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რაც სველი წერტილების მოწყობას, სახურავების შეცვლას, გათბობის სისტემის მონტაჟს, კარ-ფანჯრებისა და ელექტრო გაყვანილობის შეცვლას გულისხმობს. უკვე დასრულდა 19 პროექტი.საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან გამოიყო.

როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო გიორგი ხოჯევანიშვილმა “კვირას” განუცხადა, სკოლების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
“განათლების მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს. წელს, რეგიონის 68 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესაბამისი გარემო და პირობები ჰქონდეთ“,- გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი