ხულოში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილას საავტომობილო გზის 3260 მეტრიან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ახალი ხიდის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 3 864 870 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი