აგვისტოში რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 6 %-ით შემცირდა

2019 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 254 554 მოქალაქემ გადმოკვეთა. შსს-ს მონაცემებით, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 5.8 % შეადგინა. 2 %-ით არის გაზრდილი იმ ვიზიტორთა რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათით და მეტი ხნით გაჩერდნენ.
ყველაზე მეტჯერ საზღვარი აზერბაიჯანის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს. გასულ წელთან შედარებით მათი რიცხვი 16 %-ით გაიზარდა და 287 378 ადამიანი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში რუსეთიდან შემოსულთა რაოდენობა 6 %-ით შემცირდა, აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე მეტი ვიზიტორი 252 873 საქართველოს სწორედ რუსეთიდან ჰყავდა. მესამე ადგილზე სომხეთია. მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში სომხეთის 249 706 მოქალაქე შემოვიდა. 23%-ით, 79 044-მდე, გაიზარდა აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულთა რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი