ხაშურში 45 წლამდე მამამაკაცი დააკავეს, რომელსაც მომწვანო ფერის საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა

ხაშურში 45 წლამდე მამაკაცი დააკავეს. მამაკაცს, შემოწმებისას თან მომწვანო ფერის საეჭვო ნივთიერება და ლითონის საგანი აღმოაჩნდა. როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამოღებული ნივთმტკიცებები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 273 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო თოფისა),  მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი