„ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა“

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალქალაქის რაიონში, ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკების მოწყობას აანონსებს.
„მორიგი დიდი ამბავი:
ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა;
ამ სოფლებში მოეწყობა საკვირაო სკოლები;
მასწავლებელი მე ვიქნები და შერჩეულ შაბათ-კვირას ჩავალ.
პროექტს მხარს ევროკავშირი უჭერს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი  ეროვნულ ბიბლიოთეკას, GIPA-სა და GULF-ს შორის გაფორმდა“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი