სოფელ ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლე, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლეს ექიმის დახმარება დასჭირდა.

მე-6 კლასის მოსწავლეები, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ.

როგორც პედაგოგები განმარტავენ, მოზარდებმა თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რაც სკოლასთან ახლოს მდებარე მარკეტში ნაყიდი ლიმონათი და ქადა  მიიღეს.

მოსწავლეები ღებინებით და საერთო სისუსტით სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.

შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მოსწავლეებმა სტაციონარი დატოვეს.

პედიატრის, მარინა ილაურის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ ინტოქსიკაცია ვადაგასულ პროდუქტებს გამოეწვია.

მოწამლული 6 ბიჭი და 1 გოგონა ერთი და იგივე სკოლის მოსწავლეები არიან. ლამბალოში ფაქტის შესასწავლად, შესაბამისი უწყებები უკვე ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი