«სიკეთის საგალობელი» — ქუთაისში ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დასახმარებლად სპექტაკლი გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დასმა, ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სიკეთის საგალობელი“ წარმოადგინა.
სპექტაკლში ფონდის შვილობილები მონაწილეობენ.
დასი უკვე 2 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე არაერთ ქალაქში წარადგინეს აღნიშნული სპექტაკლი. ამჯერად კი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, საქველმოქმედო სპექტაკლი ქუთაისში გაიმართა.
სპექტაკლს ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სპექტაკლიდან შემოსული თანხა “ბედნიერი სახლის” მშენებლობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი