«შუხმან ვაინს ჯორჯიას» გენერალური დირექტორი: პრემიერი უშუალოდ იქნება ჩართული სექტორის განვითარებაში, სხვადასხვა საკითხებისა და გამოწვევების მოგვარებაში

“კერძო სექტორი, სახელმწიფოსთან ერთად მოვახდენთ პრიორიტეტული მიმართულებების წარმოჩენას და შემდგომ ერთობლივად განვახორციელებთ სხვადსხვა პროგრამებს, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში დიდ შედეგებს მოგვიტანს”, – ამის შესახებ კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და მეღვინეებისა და მევენახეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

​მისი თქმით, კერძო სექტორი მიესალმება პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობას სექტორის განვითარებაში.

“ფორმატი იყო სრულიად ახალი ამ სექტორისთვის. ის, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ ჩაერთვება სექტორის განვითარებაში, სხვადასხვა საკითხებისა და გამოწვევების მოგვარებაში. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან. თითოეული საკითხი თუ პრობლემა მთავრობასთან ერთად გადაიჭრება. პირველი გამოწვევა, რაც დღეს არსებობს, ეს არის ქართული ღვინის უფრო მეტად პოპულარიზაცია, ბაზრების დივერსიფიკაცია, აქტიური მუშაობა მძლავრ ბაზრებზე. უშუალოდ საუბარი იყო ბიუჯეტში პროგრამაზე, სადაც მარკეტინგული ღონისძიების მიმართულებით დაახლოებით ცხრა მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც დარგის განვითარებასა და მეღვინეობის პოპულარიზაციას მოხმარდება“, – განაცხადა “შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი