გრიგოლ ლილუაშვილი: იქ, სადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ცოტა რთულია საუბარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე 

‘სოციალ-ეკონომიკური ფონი ჩვენთან მაინცდამაინც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, შესაბამისად არის დიდი სურვილი და ინტერესი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოიზიდოს, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზეა საუბარი, თუმცა იქ სადაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია ცოტა რთულია ამ თემაზე წარმატებით ისაუბრო”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ოკუპაციაა.

“ოკუპაცია განიხილება არა მარტო იმ ტერიტორიების ოკუპაციების ჭრილში, რომელიც დროებით არის ოკუპირებული, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარების ჭრილში. შესაბამისად, ოკუპანტი მხარე შეასუსტოს ქვეყნის როგორც სტაბილური ქვეყნის სტატუსი და ხელი შეუშალოს ინტეგრირება მოახდინოს ქვეყნის დასავლურ, ევროპულ ღირებულებებში. აი ამ პუნქტების ჩამოთვლის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, საუკეთესო დანაყოფები ოკუპანტი ქვეყნისა განლაგებულია გამყოფი ხაზის გასწვრივ. შესაბამისად ნებისმიერი ჰუმანიტარული აქცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან საუბარს, სწორედ ეს ფაქტორია. არის რა თქმა უნდა დაძაბულობა როგორც ხაზზე, ისევე ხაზის მიღმა, სიღრმეში, შესაბამისად უპრეცედენტო კონტროლია დაწესებული ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე, მათ გამონათქვამებზე, ქცევაზე, როგორც პრივატულ საუბრებში, ასევე ღია მასმედიის საშუალებებში მიდის კოლოსალური ცენზურა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთ ძმურ სახელმწიფოში”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი