გრიგოლ ლილუაშვილი: მადლობა ღმერთს, ჩვენ მსგავსი უბედურებები არ გვქონია ქვეყანაში, რასაც ტერაქტის შედეგად მიყენებული ზიანი ჰქვია 

“მადლობა ღმერთს, ჩვენ მსგავსი უბედურებები არ გვქონია ქვეყანაში, რასაც ტერაქტის შედეგად მიყენებული ზიანი ჰქვია, შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ განცდა იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ტერორისტული საფრთხეების ასე თავისუფალ რეჟიმში მიშვებას”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

“უფრო მეტსაც გეტყვით, ალბათ ჩვენ ეს მენტალურად მოგვყვება საბჭოთა პერიოდიდან, როდესაც დამნაშავის მიმართ უფრო ლოიალური და მგრძნობიარეა, ვიდრე დაზარალებულის ანუ მსხვერპლის მიმართ. ეს აისახება არა მარტო ტერორიზმის მიმართულებით, ეს აისახება კორუფციული საკითხების განხილვისას, როდესაც საზოგადოების, სხვათა შორის ძალიან ღირსშესანიშნავი ნაწილიც კი რიგ შემთხვევაში გვევლინება დამნაშავის დამცველად, ე.წ. კარგი ბიჭია და ჩვენიანია, სანამ ამას არ მოვეშვებით, არა მარტო ტერორიზმის, არამედ ელემენტარულ თემებშიც, შესაბამისად ის განწყობებიც, რაც საზოგადოებაზე აისახა, 2 წლის წინანდელ მოვლენებს ვგულისხმობ, რა საფრთხეს ასცდა ქვეყანა იმ სპეცოპერაციების შედეგად, რაც განხორციელდა თბილისსა და პანკისში, სწორედ შეგახსენებთ, რომ ამ სპეცოპერაციების საფუძველზე აშშ-ს წლიური უსაფრთხოების მიმართულებით, როცა გამოქვეყნდა, იქ ცალსახად თეთრზე შავით ეწერა, რომ საქართველო არის ძლიერი პარტნიორი აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. თუმცა ეს განწყობები არ აისახა მოქალაქეებზე, არასამთავრობო სექტორზე”, – აღნიშნავს გრიგოლ ლილუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი