ხანძარი ახალქალაქში — ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა

ახალქალაქში, ბუზავეთსა და ოლავერდს შორის ტყის მახლობლად, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გავრცელებას ადგილობრივმა ახალგარდებმა შეუშალეს ხელი.

ადგილზე ახალქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობდა. დახმარებისთვის ნინოწმინდის ბრიგადაც გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი