აქციაზე, სასულიერო პირსა და სამართალდამცველს შორის ინციდენტი მოხდა

​კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე სასულიერო პირსა და სამართალდამცველს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილიდან “კვირას” ჟურნალისტი იტყობინება, პოლიციის თანამშრომელი ადგილზე სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც სასულიერო პირმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ინციდენტის გამო, პოლიცია სასულიერო პირის დაკავებას ცდილობდა, რისი უფლებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი