კინოთეატრ «ამირანის» მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა დასრულდა. სეანსები დედაქალაქის კინოთეატრებში აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

მაყურებლებს კინოთეატრ “ამირანის” ტერიტორია სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონით დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით “ქართული მარშის” ლიდერმა ლევან ვასაძემ მიმართა და ხვალ აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი