რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ერთმანეთს “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა  “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი