სარა ჯ. მაასის წიგნის — „ეკლებისა და ვარდების სამეფოს“ წარდგენა გაიმართება

8 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  სარა ჯ. მაასის წიგნის „ეკლებისა და ვარდების სამეფოს“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ,,პალიტრა L“-დან აცნობეს, წიგნი ლიბერთინსის სერიის ფარგლებში გამოიცა. წიგნი გამოირჩევა უნიკალური დიზაინით. გამოცემა თარგმნა ნინო შეყილაძემ.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან: მწერალი: ვახო ვახტანგაძე, პროექტის მენეჯერი გიორგი კიკაბიძე, მთარგმნელი ნინო შეყილაძე.
პრეზენტაციაზე წიგნები გაიყიდება სპეციალური ფასდაკლებით.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი