ვასაძე: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შვილთამკვლელი ერი ვართ

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში აბორტი უნდა აიკრძალოს, რადგან პროცენტულად მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საქართველო.

„იმ ხუთ პუნქტს, რომელიც მე ვახსენე, უნდა მიემატოს აბორტების აღკვეთის პრაქტიკა საქართველოში. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შვილთამკვლელი ერი პროცენტულად. უნდა შეიცვალოს ეს. ამის გარეშე არაფერი არ გვეშველება. ამასთან, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ მიზნად, პირველ რიგში, უნდა გამოცხადდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქართველ ერთან ერთად მცხოვრები სხვა ტრადიციული ერების გამრავლება“, – გაბნაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი