ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავარიის შედეგად ბავშვი და ქალი დაიღუპა

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი და შუა ხნის ქალი ემსხვერპლა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ს გულისხმობს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი