სოფო კილაძე: «ნაცმოძრაობა» თავად მოხვდება ჯოჯოხეთში, რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს

“ვფიქრობ, “ნაცმოძრაობა” საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში თავად მოხვდება, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას რა ბერკეტებიც შემორჩა, იმ ბერკეტებით ცდილობს ძალადობის გაგრძელებას.

„2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას” დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ“, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

კომენტარები

კომენტარი