ბრაზილიაში, წვეულებისას ჭყლეტაში 9 ადამიანი დაიღუპა — არიან დაშავებულები

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში წვეულებაზე 9 ადამიანი დაიღუპა, წერს Reuters.

ინციდენტი შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, წვეულებაზე ჭყლეტა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ორი დამნაშავე პოლიციას გაექცა და ხალხში დამალვა სცადა. თუმცა, სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რამაც პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია.

ღონისძიებაზე სულ 5 ათასამდე ადამიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი