კახა ბუხრაძე: ამ ეტაპზე მშვიდი ვითარებაა, პოლიცია აკეთებს მაქსიმუმს, რომ დაპირისპირება აღარ განმეორდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ “ქართული ოცნების” ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, დაპირისპირებული მხარეები განრიდებული არიან და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

“პოლიცია იცავდა ორივე მხარის ინტერესს და საზოგადოებრივ წესრიგს. აქ იმყოფებოდნენ, ორი სხვადასხვა აზრის მქონდე აქტივისტები, ორივე მხარე ცდილობდა გამოეხატათ საკუთარი აზრი. მოხდა ერთმანეთს შორის კონფლიქტი, დაკავებით არავინ არ დაკავებულა. პოლიცია ადგილზე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. ორივე მხარე განრიდებულია ერთმანეთისგან, ამ ეტაპზე მშვიდი ვითარებაა, პოლიცია აკეთებს მაქსიმუმს, რომ დაპირისპირება აღარ განმეორდეს,” – განაცხადა კახა ბუხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი