„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო

„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების “შეცვალეს”, ” სირცხვილიას” და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისთან „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი