ბათუმის N26 საჯარო სკოლაში შშმ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N26 საჯარო სკოლაში შშმ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა გაიმართა.

სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 40 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს. ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოქმედებს სახელოსნოები, სადაც მოსწავლეები მუშაობენ თიხაზე, ბატიკაზე, თექაზე, ქსოვენ გობელენს, ამზადებენ სუვენირებს და ხვეწენ სახვითი ხელოვნების უნარებს. დილის საათებში მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში, შშმ მოსწავლეთათვის ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სახელოსნოები, სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი. სკოლის ბალანსზეა სპეციალური ავტობუსი,რომელიც ადაპტირებულია შშმ ბავშვებისათვის.

2019 წლის სამინისტროს ბიუჯეტით N26 საჯარო სკოლა ფინანსდება 179 100 ლარით. წელს სამინისტროს პროგრამით განხორციელდა სკოლის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2018 წელს გარემონტდა სკოლის სპორტდარბაზი და დამონტაჟდა ლიფტი.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

კომენტარები

კომენტარი