პირველად საქართველოში, სიმღერის მოყვარულთათვის მუსიკალური თერაპიის ჯგუფები იქმნება

„საავტორო სტუდია“, პირველად საქართველოში, იწყებს მუსიკალურ თერაპია სიმღერის მოყვარულებისთვის.  მსურველები უკვე ერთიანდებიან ჯგუფებში.
„კვირამ“ რამდენიმე შეკითხვით მიმართა ამ იდეის ინიციატორს, კომპოზიტორსა და მუსიკოსს ნინო ჯანჯღავას.

– თქვენი „საავტორო სტუდია“ იწვევს მუსიკის მოყვარულებს, გუნდში სასიმღეროდ – ეს იქნება მუსიკალური თერაპია სიმღერის მოყვარულებისთვის. რას გულისხმობს ეს ტერმინი – „მუსიკალური თერაპია“?
– მუსიკალური ბგერის წარმოქმნისთვის მთელი ორგანიზმი  შემართულია. სიმღერის დროს განსაკუთრებით აქტიურდება ფილტვები, ჟანგბადის მიწოდება კი ცნობილია, რამდენ სიკეთესთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, აქტიურდება გონება. ეს გამოცდილება მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მხოლოდ ინგლისში 5000-მდე ასეთი გუნდი არსებობს, სადაც არაპროფესიონალები მღერიან. ასეთ გუნდებში შეხვდებით 5-დან 105 წლამდე ადამიანებს.
–  რით განსხვავდება ეს მეცადინეობები ჩვეულებრივი სიმღერის გაკვეთილებისგან?
– რეპერტუარშია აკადემიური მუსიკალური ჟანრი, ბახი, მოცარტი, ლასო, ქართული გალობა, თანამედროვე კლასიკაც, ცხადია, შემსრულებელთა შესაძლებლობის გათვალისწინებით.
და მაინც, მუსიკის თერაპია როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ნინო ჯანჯღავა და Barbers and Bishops – გუნდი ჰოლანდიიდან

–  მუსიკის თერაპია ერთ-ერთი უძლიერესია სხვა თერაპიებს შორის. მუსიკის მოსმენის სიკეთეს ყოველი ადამიანი გრძნობს. ხოლო მუსიკის შესრულება კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე: აწესრიგებს, აორგანიზებს, უმძაფრებს კოორდინაციას, უხსნის სტრესს, აძლევს თავისუფალი მოქმედების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ინდოელები ვარჯიშის დროს ხმამაღლა რომ იცინიან ძალით, ეს ფილტვების სავარჯიშოა. ასე, რომ სიმღერა
აძლიერებს სასუნთქ სისტემას, რაც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად – წნევას. გუნდში სიმღერა ააქტიურებს შემოქმედებით იმპულსებს, ადამიანს მატებს სიმხნევეს და სიცოცხლის სიხარულს.
– ანუ თქვენთან მოსვლა ყველას შეუძლია, ყველა ასაკის ადამიან, რომელსაც ექნება სიმღერის სურვილი?
– ყველას, მცირე მუსიკალური მონაცემით მაინც, რომ თანაგუნდელებს ხელი არ შეუშალონ ვარჯიშში. გუნდში სიმღერა შესაძლებელი იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელსაც ექნება სიმღერის სურვილი, შესაბამისი მუსიკალური მონაცემების ფონზე.
– მეცადინეობებს კვირაში ერთხელ ატარებთ… რა პრინციპით ჩატარდება მეცადინეობები?
– მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ ორი აკადემიური საათი, შესვენებით.
გამღერება, ახალი ნაწარმოების შესწავლა, გავლილის გამეორება და იმპროვიზაცია-კომპოზიცია. შესვენებისას საუბარი მუსიკაზე
– როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მსურველები და რა ეღირება ეს „თერაპია“?
– თვეში 50 ლარი, ჯგუფური მეცადინეობა, 595355846.
saavtorostudia@gmail.com

 დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანის რეპეტიციებს ატარებდი და თეატრში არტისტებთან მუშაოის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ…
– საქართველოში პირველად ყალიბდება  ასეთი ჯგუფი,  როდესაც ამდენი გუნდი ვნახე ინგლისში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, გადავწყვიტე  საქართველოშიც შექმნილიყო  მუსიკალური თერაპიის მსურველთა ჯგუფები…
უკვე დამირეკეს მსურველებმა. ხუთშაბათს 18:00 საათზე ვიწყებ მეცადინეობას. საქართველოშიც ბევრს სურს მუსიკის თერაპიის მიღება.  70 წლის ადამიანებიც  ეწერებიან ჯგუფში.

კომენტარები

კომენტარი