„ქართული ქრისტიანული ხელოვნება დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ — საჯარო ლექცია გაიმართება

5 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია: „ქართული ქრისტიანული ხელოვნება დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციის დაწყებამდე (15:00-დან) დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა, ხოლო 16:00 საათზე გადაინაცვლოს აუდიტორიაში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ლექციათა ციკლი ეძღვნება საქართველოში დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც დამთვალიერებელს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტის ხილვა ეროვნულ მუზეუმში შეუძლია.
ლექციათა ციკლის მიზანია, წარმოაჩინოს არა მხოლოდ მონეტის ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, არამედ დავითის ეპოქის პოლიტიკურ-სამართლებრივი და კულტურული ვითარება.
ლექციათა ციკლი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი