ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე,  ნიკა ლატარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

“მოგესალმებით მეგობრებო. მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში, მე რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე გუნდში წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე.არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისელებმა, თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას”,- წერს  ნიკა ლატარია.

კომენტარები

კომენტარი