გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ სკოლების გამოფენას მასპინძლობს

6, 7 დეკემბერს, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ „სკოლების გამოფენა 2019“-ს უმასპინძლებს, რომელიც მოიცავს – განათლებას, სპორტს, გართობას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სკოლების გამოფენა  გამოფენების ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” მეორედ ჩატარდება.
გამოფენის მიზანია, შექმნას ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, ერთ სივრცეში შეკრიბოს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი, მიზნობრივ დამთვალიერებელს საშუალება მისცეს, სრულიად შეაფასოს წარმოდგენილი სასწავლებლების უპირატესობები, მათი პროგრამები, სწავლების მეთოდიკა, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები და ტექნიკური უზრუნველყოფა.

გამოფენაზე წარმოდგენილი მონაწილეების პროფილი:
• კერძო სკოლები;
• საზაფხულო სკოლები;
• სახელმწიფო სამსახურები/რესურს-ცენტრები/ გაცვლითი და სხვა პროგრამები;
• სასკოლო წიგნების მწარმოებლები;
• სასკოლო ინვენტარი/სასკოლო კანცელარია;
• უცხო ენის სასწავლო ცენტრები;
• მუსიკალური, სამხატვრო, საცეკვაო, სპორტული სკოლები და სხვადასხვა სასწავლო ცენტრი;
• გასართობი ცენტრები.

კომენტარები

კომენტარი