37-დღიანი ძებნის შემდეგ რიონში ალექსანდრე ნადირაძის ცხედარი იპოვეს

სოფელ საჯავახოში, მდინარე რიონზე 29 ნოემბერს დაკარგული 32 წლის ალექსანდრე ნადირაძის ცხედარი დღეს იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე ნადირაძე, რომლის ტანსაცმელიც მდინარის ნაპირზე იპოვეს, რიონში 29 ნოემბერს გადახტა.

ადგილზე, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული სამაშველო ბრიგადები 37 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მედიასთან საუბრისას მწუხარებას გამოთქვავს მომხდარის გამო, უსამძიმრებს ოჯახს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო სამძებრი სამუშაოებში.

კომენტარები

კომენტარი