მათე ტაკიძე: 14 იანვარს, კოლეჯი «სპექტრი» ჩვენი დროშის ამაღლებას უერთდება

საზოგადოებრივი კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი, მათე ტაკიძე​ და აღნიშნული კოლეჯი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, 14 იანვარს დროშის აღმართვის ინიციატივას შეუერთდნენ.
​როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ჩვენი ქვეყნის დროშა, ჩვენი გმირების ქედუხრელობის სიმბოლოა.
“მოკეთეებო,
სახელმწიფო დროშა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.
სულიერი სიხარულით ვუჭერთ მხარს ეროვნულ წამოწყებას, ყველგან გამოიფინოს ეროვნული დროშა. წარმოიდგინეთ უამრავ ქვეყანაში აფრიალებული ქართულ დროშა ჩვენი ემიგრანტების მიერ…
საქართველოს დროშა ჩვენი გმირების ქედუხრელობის სიმბოლოა.
სახელმწიფო დროშა ჩვენი სიამაყეა!
კოლეჯი ”სპექტრი” უერთდება ჩვენი დროშის ამაღლებას”,-წერს მათე ტაკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 14 იანვარს საქართველოს დროშის დღეა. ამასთან დაკავშირებით კი, დროშების გადმოფენის ინიციატორები გოგა ჩანადირი და ქეთევან ხოსიტაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი