ილია ჯიშკარიანის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს ის გამომძიებელი დაკითხეს, რომელმაც თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს გამოკითხა.

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით კარგია, რომ გამომძიებელი დაიკითხა.

“კარგი იყო, რომ გამომძიებელი დაიკითხა. მან დაადასტურა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მას შემდეგ რაც თამთა თოდაძემ დააფიქსირა განცხადება, სატელეფონო ზარი 112-ში და დააფიქსირა თავისი პოზიცია, მივიდნენ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში შემთხვევის ადგილის დაცვა”,- განაცხადა კუბლაშვილმა.

საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს თანამშრომლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ძალადობას ედავებიან, მას ბრალი სექტემბერში წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, მას აეკრძალა იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

კომენტარები

კომენტარი