ნიკა გვარამია ელიზაბეთ რუდზე: მთავარ ოპოზიციურ არხზე არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალბათ კარგად ვერ ვმღერით და ამიტომ

ნიკა გვარამიამ ელიზაბეთ რუდი სოციალური ქსელში გააკრიტიკა.

მისი თქმით, მთავარ ოპოზიციურ არხზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არასდროს მისულა, მაგრამ, სამაგიეროდ შორეულ გურიაში ჩავიდა.

“სიმღერა აახლოვებს. ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას “ლიჩნი” მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, რაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას – ნამეტნავად რთულია”, – წერია გვარამიას პოსტში.

კომენტარები

კომენტარი