სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით რეგიონებში ღონისძიებები გაიმართა (ფოტო,ვიდეო)

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას გურიაში დაესწრნენ და ქართული დროშის დღე მოსახლეობას ერისთავების სასახლიდან მიულოცეს.

დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართა აჭარაში – ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა. აქვე გაიმართა საჯარო ლექციაც, რომელიც ,,დროშების ისტორიას“ შეეხებოდა. მანამდე კი დროშის აღმართვის ცერემონია ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნად, დროშები გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობასა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. დღესასწაულს მოსახლეობაც შეუერთდა და საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან დროშები გადმოფინა.  სახელმწიფო დროშები გამოფინეს ზესტაფონის მერიის შენობაზეც.

#gallery-2 { margin: auto; } #gallery-2 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 33%; } #gallery-2 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-2 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

ამ დღეს ღონისძიებების გარეშე არ ჩაუვლია სამეგრელო-ზემო სვანეთშიც. რეგიონის თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობამ საკუთარი სახლებიდან სახელმწიფო დროშა გადმოფინა. დროშები აღიმართა ადმინისტრაციულ შენობებზეც.

#gallery-3 { margin: auto; } #gallery-3 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-3 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-3 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნას ონი და ცაგერის მუნიციპალიტეტებიიც შეუერთდნენ. ცენტრში მდებარე ყველა შენობაზე და ცენტრალურ ქუჩაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. მერიის, სამუსიკო სკოლისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ფასადებზე  ეროვნული და ევროკავშირის დროშები აღიმართა.

#gallery-4 { margin: auto; } #gallery-4 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-4 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-4 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

ეს დღე საზეიმოდ აღინიშნა ქვემო ქართლშიც. რუსთავის მერიაზე საქართველოს დროშა გადმოკიდეს და ქართული დროშის ფერებში საჰაერო ბუშტები ცაში გაუშვეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა შიდა ქართლშიც. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშა აღიმართა.

#gallery-5 { margin: auto; } #gallery-5 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-5 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-5 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

ასევე საზეიმოდ აღინიშნა დროშის დღე მცხეთა-მთიანეთში. მცხეთის, დუშეთის, დაბა თიანეთისა და დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები ქართული დროშებით გაფორმდა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდების მსვლელობა და ველოსიპედისტთა რბოლა მოეწყო.

#gallery-6 { margin: auto; } #gallery-6 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-6 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-6 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით,  ღონისძიებები კახეთშიც გაიმართა. ახმეტაში დროშის აღმართვის ცერემონია კულტურის სახლის წინ, საქართველოს ჰიმნის ფონზე შესრულდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი ღონისძიება ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით დაიწყო და მერიის შენობასთან დროშის აღმართვით დასრულდა. კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში ქართული დროშები საკუთარი სახლის აივანზე მოსახლეობის ნაწილმაც გამოფინა.

#gallery-7 { margin: auto; } #gallery-7 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 50%; } #gallery-7 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-7 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზეა მიღებული, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი