აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა

აჭარა 2019  წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდაჯილდო, 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელ ღონისძიებაზეაჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეცა.

„2019 წელს ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი და  მოხარული ვარრომ ამჯერად აჭარა გახდა წლის სპორტული რეგიონი. წლევანდელი წელიმართლაცმნიშვნელოვანი იყო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მხრივვუმასპინძლეთ  ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ მალე რეგიონს შეემატება არაერთი საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურაბათუმს ექნება ახალი უეფას სტანდარტის სტადიონიმრავალფუნქციური სპორტული კომპლექსიძალოსნობის დარბაზი.  ვულოცავ ყველა სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან აღიარებას “, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2019 წლის სპორტული მოვლენების დასკვნითი ღონისძიება საქართველოს განათლებისმეცნიერების და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენასევე დაწესებული იყო 14 სპეციალური პრიზი.

ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენსრომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვესაღსანიშნავიარომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ლაშა გობაძე (ბერძნულრომაული ჭიდაობა), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ნუგზარ წურწუმია (ბერძნულრომაული ჭიდაობაგახდნენ.

კომენტარები

კომენტარი