«ერთ-ერთ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს» — თელავში ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ელენე ახვლედიანის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რომელიც შემდგეგ 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. ადგილობრივების თქმით, მეპატრონეები სალხს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდნენ.
“ამ სახლის მეპატრონეები თბილისში ცხოვრობენ, მეპატრონეების შვილი ანსამბლში” ოთხი გია ” რომ არის, იქ მღერის. ზაფხულობით ჩამოდიოდნენ ხოლმე თელავში”,- აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა, მზია ბოტკოველმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით ბეგიაშვილის თქმით, ვინაიდან ერთ-ერთ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ინფორმაციის გადაგზავნა კულტურის სამინისტროში მოხდება.
“ერთ-ერთ სახლს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ინფორმაციის გადაგზავნა მოხდება კულტურის სამინისტროში და მოხდება შესაბისი რეაგირება”,- განაცხადა ბეგიაშვილმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე, უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 33%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

კომენტარები

კომენტარი