იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო იერუსალიმში. ფოტოებს ისრაელში საქართველოს საელჩოს მრჩეველი მანანა დუმბაძე ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად გახსნა.
პრეზიდენტი ასევე შეხვდა ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი