ტრამპი: კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუს 2019-nCoV-ის გავრცელების აღსაკვეთად საჭირო ზომებს ახორციელებს.

ამის შესახებ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

„ნამდვილად გვაქვს გეგმა და ვფიქრობთ, რომ ის კარგად შესრულდება. ის უკვე რეალიზდება კარგად“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა თქვა, რომ ქვეყანაში დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლთან დაკავშირებული ცენტრები მაღალ დონეზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი