წიგნის საერთაშორისო დღეს იმერეთიც შეუერთდა, თუმცა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო მასშტაბური ღონისძიებები არ ჩაუტარებიათ

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ლიტერატურული პერფორმანსი გაიმართა. სტუდია „მარჯანიშვილელების“ წევრებმა „ვეეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტები და ქართული პოეზიის სხვა შედევრები წაიკითხეს.
ღონისძიება ქუთაისის მერიის და ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო. წიგნის კითხვის დღე აღნიშნეს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმშიც.

ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კი წიგნის საჯაროდ კითხვა მოეწყო. მწერალმა, თეა მეგრელიშვილმა საკუთარი შემოქმედებიდან საბავშვო ლექსები წაიკითხა და წიგნის როლსა და დანიშნულებაზე ისაუბრა.

ღონისძიებას სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველი მწერლების ლექსებიდან და თხზულებებიდან ამონარიდები წაიკითხეს. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ზესტაფონში მოქმედ ყველა სასოფლო და საქალაქო ბიბლიოთეკაში აღინიშნა.

წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები შედგა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში,თუმცა რიგ შემთხვევებში ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ღონისძიება გაუქმდა,ზოგ შემთხვევაში კი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა.

#gallery-1 { margin: auto; } #gallery-1 .gallery-item { float: left; margin-top: 10px; text-align: center; width: 33%; } #gallery-1 img { border: 2px solid #cfcfcf; } #gallery-1 .gallery-caption { margin-left: 0; } /* see gallery_shortcode() in wp-includes/media.php */

კომენტარები

კომენტარი